შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადება!


 ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის N529 განკარგულების თანახმად,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი  გადავიდა  დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ფონდის თანამშრომლები მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ცხადდებიან   სამსახურში   მათზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ასევე,  ფონდში  ჩატარდა სადენზიფექციო სამუშაოები.

 საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად,  გახანგრძლივდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის   მიერ ადმინისტრირებული ყველა მიმდინარე სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეტაპები და გადავადდა დადგენილი ვადები საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე (გარდა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსისა);

  გახანგრძლივდა  ფონდის მიერ გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ანგარიშების წარმოდგენა/განხილვის ვადები საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე;  საგრანტო ხელშეკრულებებში ამოქმედდა  ფორსმაჟორის მუხლი.

 ამასთან, შეუფერხებლად გაგრძელდება წვდომა ფონდის ელექტრონულ რესურსებზე, მათ შორის, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ელექტრონული რეგისტრაცია, საპროექტო განაცხადების მიღება ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსებისა და პროგრამების ფარგლებში.
 აპლიკანტებისთვის, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დისტანციური სერვისები:
 დარეგისტრირება რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებზე, ასევე,
მეცნიერის პირადი პროფილის რეგისტრაცია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში
https://gmus.rustaveli.org.ge/
 დაფინანსებული გრანტების ანგარიშების შემოსატანად შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც eflow, ასევე e-document სისტემა ორგანიზაციებისათვის და თუ რომელიმე ორგანიზაცია არ არის ჩართული ამ სისტემებში, ანგარიშები შეუძლიათ გადმოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე monitoring@rustaveli.org.ge, ასევე პროექტების კოორდინატორების ელ.ფოსტაზე, რომლებიც მითითებული ფონდის ვებგვერდზე.

 გრძელდება კონსულტაცია გამოცხადებული კონკურსებზე:
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“
https://rustaveli.org.ge/…/fondi-atskhadebs-2020-tslis-most…

 გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსი

https://rustaveli.org.ge/…/fondi-atskhadebs-2019-tslis-gamo…

 რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი
https://rustaveli.org.ge/…/fondi-atskhadebs-2019-tslis-gamo…

 დაინტერესებულ პირებს, აპლიკანტებს შეეძლებათ ონლაინ კონსულტაციის გავლა ფონდის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის
https://www.facebook.com/SRNSFG/

 ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით INFO@RUSTAVELI.ORG.GE

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო ელსევიერის ბაზებზე დისტანციური წვდომის შესაძლებლობა კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის. ფონდის ვებგვერდზე განთავსდა  მომსახურების გააქტიურების ინსტრუქცია

 https://rustaveli.org.ge/res/docs/27c1af4cc25fc91df645fcb35a4495f60b699feb.pdf

 შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებული პროექტის „CALIPER“ ბენეფიციარია. პროექტი გრძელდება ოთხი (2020 - 2024) წლის განმავლობაში.

https://rustaveli.org.ge/geo/siakhleebi/shota-rustavelis-erovnuli-sametsniero-fondi-monatsileobs-horizonti-2020-is-proeqtshi-CALIPER

☎️  ფონდის მიმდინარე აქტივობების, კონკურსების შესახებ ნებისმიერი  ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ცხელ ხაზს 2200220 (4020) 24 საათის განმავლობაში;
დისტანციური საქმიანობის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება ძალაშია შემდგომი რეკომენდაციების მიღებამდე. დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება რუსთაველის ფონდის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე.
.