შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში Twinning პროექტის ფარგლებში

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ვენაში, ავსტრიის კვლევების განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. შეხვედრები მიმდინარეობს ევროკავშირის Twinning პროექტის - „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციის, სტრატეგიული ხედვისა და მოსაზრებების გაცვლის, ევროკავშირის ინსტრუმენტებსა და აქტივობებში მეტი ჩართულობის მიზნით. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან ღონისძიებებში მონაწილეობენ ფონდის გენერალური დირექტორი, პროექტის ლიდერი ბენეფიციარი ორგანიზაციიდან - ერეკლე ასტახიშვილი, პროექტის კომპონენტის ლიდერები და ფონდის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრებში ავსტრიის მხრიდან მონაწილეობენ ავსტრიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ავსტრიის კვლევების განვითარების სააგენტოსა და გერმანიის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.
პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს პროექტის კომპონენტების განხორციელების მიმდინარეობა და გაეცნენ ავსტრიის კვლევების განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის სამეცნიერო ფონდის საქმიანობას. 13 თებერვალს გამართულ შეხვედრებზე განსახილველი საკითხები უკავშირდებოდა კვლევასა და ინოვაციებზე ფოკუსირებული დაფინანსებული პროექტების მართვის ციკლს, "ინოვაციური ვაუჩერის" შემუშავებასა და ადმინისტრირების პროცესს, საქართველოში "ინოვაციური ვაუჩერის" შემუშავებას, შესაძლებლობასა და გამოწვევებს.
14 თებერვლის სესიაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის მართვის ციკლსა და მონიტორინგის პროცესზე, დაფინანსების პროგრამების განვითარებისათვის ბიბლიომეტრიული მონაცემების გამოყენებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გამოყენებითი კვლევის დაფინანსების სტრუქტურისა და მართვის საკითხები.