შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით „საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე“ გაიხსნა

25-31 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ იფუნქციონირებს. პროექტს ახორციელებს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ზაზა აბაშიძემ.  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კონკურსის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება, წელს ორჯერ მეტი პროექტია შემოსული, ვიდრე წინა კონკურსზე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ეკა ხოფერიამ.

პროექტის „საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.