შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდმა მონრეალის უნივერსიტეტის პროფესორს, ეთნოლინგვისტ ქევინ თუითს უმასპინძლა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს  კანადის მონრეალის   უნივერსიტეტის  ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ცნობილი ენათმეცნიერი, ეთნოლოგი ქევინ თუითი ეწვია. ფონდის გენერალურმა დირექტორმა,  პროფესორმა  ერეკლე ასტახიშვილი და ქევინ თუითმა ისტორიის, ეთნოლოგიის მეცნიერებათა  სფეროში მიმდინარე პროცესებზე,  თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, დასახეს სამომავლო ურთერთიერთთანამშრომლობის გეგმები ფონდის მიერ ადმინისტრირებული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ფარგლებში.  ქევინ თუითი წლების  განმავლობაში აქვეყნებს სტატიებს  ქართველურ  ენათა  გრამატიკის საკითხებზე, ნაყოფიერ მუშაობას ეწევა ქართული ხალხური პოეზიის პოპულარიზაციისთვის,  მან თარგმნა და გამოსცა ანთოლოგია, რომელშიც შესულია ქართული  ხალხური პოეზიის 70-მდე ნიმუში.