შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო ღონისძიება „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები” რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით

26 ივნისს,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  მხარდაჭერით  გაიმართა  ბიზნესის კვლევების ცენტრის  ფართომაშტაბიანი  საშუამავლო ღონისძიება  „სადოქტორო განათლების ინტერდისციპლინარული მიდგომები. ევროპა ტოქსინების გარეშე: ფტალატების გავლენის ანალიზი“, რომელიც   დაფინანსებულია  რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  დირექტორმა ზვიად გაბისონიამ  ისაუბრა ამ   ღონისძიების   აქტუალობასა და ფართო მასშტაბზე,  რუსთაველის    ფონდის  პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის ხელშეწყობის“ საგრანტო კონკურსის  მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ფონდის მიზანია  საქართველოს მეცნიერების  მაქსიმალური ჩართულობა  პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში,  მათ მიერ წარდგენილი   სამეცნიერო პროექტების, კვლევების  ხარისხის, წარმატების ინდექსის ზრდა. „პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ს  შემდეგ ვემზადებით ახალი პროგრამისთვის - „ჰორიზონტი-ევროპა“, რომელიც  ქართული მეცნიერებისათვის  კიდევ უფრო დიდი გამოწვევა ექნება - ეს პროექტი მთლიანად ორიენტირებულია გამოყენებით კვლევებზე,  ბიზნეს-გეგმების წარდგენაზე. მიხარია, რომ ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა  უკვე დაიწყო ქმედითი წარმატებული ნაბიჯების გადადგმა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო,  რუსთაველის სამეცნიერო ფონდი აქტიურად  მუშაობს ევროპულ სამეცნიერო  სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, ახლა პანევროპულ    პლატფორმა EURAXESS-  ში    გაწევრიანების დასკვნით ფაზაში ვართ, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს  ქართული მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში“- განაცხადა ფონდის დირექტორმა.  

26-28 ივნისის ღონისძიების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ვიცე რექტორმა  ნინო დობორჯგინიძემ,  ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა ნინო პატარაიამ; გაიმართა  მრგვალი მაგიდა ფტალატების გავლენისა და ზემოქმედების  შესახებ, რომლის მოდერატორი იყო ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  ელენე ჟურავლიოვა,  ამ თემაზე ისაუბრეს საფრანგეთის, გერმანიის,  ესპანეთის,  ჩეხეთის და სხვა  ქვეყნების  მეცნიერებმა.  

საშუამავლო ღონისძიების მიზანია განიხილოს ფტალატების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე სხვადასხვა დისციპლინის ჭრილში. ღონისძიება საფუძვლად დაედება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სამუშაო პროგრამისათვის „ინოვაციური ტრენინგ ქსელისთვის“ საპროექტო წინადადებების მომზადებას ევროპელ პარტნიორებთან ერთად.