შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო ჰიბრიდული კონფერენცია „მეცნიერება-მრეწველობის თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი პრიორიტეტებით“

28 სექტემბერს,  კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის დაფინანსებული 2 პროექტის მხარდაჭერით და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან აქტიური თანამშრომლობით, საერთაშორისო ჰიბრიდული კონფერენცია „მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი პრიორიტეტებით“ გაიმართება.

კონფერენციის ძირითად მიზანს ქვეყანაში, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენს. კონფერენციას დაესწრება სხვადასხვა სამინისტროს, კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, ასოციაციების და სხვადასხვა დარგში მოღვაწე კომპანიის 350-მდე წარმომადგენელი. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ევროკავშირის, ასევე ავსტრიის, გერმანიისა და ლატვიის საელჩოების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მეცნიერებისა და ბიზნესის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი როგორც ფუნქციური, ასევე თემატური პრიორიტეტები. ამასთან, მონაწილეებs  შესაძლებლობა ექნებათ გააზიარონ მოსაზრებები სამეცნიერო პრიორიტეტების საუკეთესოდ განხორციელების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება, წარმოადგენს, დასკვნით ნაბიჯს, სამეცნიერო პრიორიტეტების იდენტიფიცირების მიზნით. ამასთან ერთად, სამეცნიერო საზოგადოებასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება, ონლაინ გაცნობითი ღონისძიება/პლატფორმის განვითარების საკითხები.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, არის ერთგვარი ხიდი კვლევასა და ინდუსტრიას შორის, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირის პროგრამა „ქართველი მკვლევარების მობილობის პროგრამის მხარდაჭერა“. 

ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს საერთაშორისო კონსორციუმი Joanneum კვლევით ცენტრთან (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდთან, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოსთან, DLR პროექტის მართვის სააგენტოსთან (გერმანია) და დაუგავპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია) პარტნიორობით, აძლიერებს საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობებს საგრანტო პროგრამების გადახედვით და გაუმჯობესებით.

ევროკავშირის პროგრამას „ქართველი მკვლევარების მობილობის პროგრამის მხარდაჭერა“ ახორციელებს DAAD (გერმანია), რომელიც ორიენტირებულია კვლევისა და განვითარების სისტემების ინტერნაციონალიზაციასა და ქართველი მვლევარების მხარდაჭერაზე ინოვაციური საგრანტო პროექტების შემუშავებაში.

 

იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი დასწრებული ფორმატისთვის: ქართული/ინგლისური

იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი ონლაინ ფორმატისთვის: ქართული/ინგლისური

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :

ქნ. ინეს გავარანე, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ მუდმივი საერთაშორისო მრჩეველი inese.gavarane@du.lv;

 

ბნ. პიტერ დებრეცზენი, გუნდის ლიდერი; ევროკავშირის პროგრამის „ქართველი მკვლევარების მობილობის პროგრამის მხარდაჭერა“. debreczeni@eu-research.ge