შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია: „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“

2017 წლის 25სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ტიფლის პალასში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ორგანიზებით  გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე: მაგნიტური კავშირი მზის წიაღსა და ატმოსფეროს შორის“ (Our mysterious Sun: magnetic coupling between solar interior and atmosphere). კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერა უზრუნველყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. 

კონფერენციის მიზანია მიმოიხილოს მზისა და ჰელიოსფეროს ფიზიკის კვლევაში ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, არსებული პრობლემები და დასახოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევაში შემდგომ ჩართულობას და ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და კვლევით ინსტიტუტებთან.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა(მაკო) მიქაბერიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ზაქარაშვილი და ილიას სახელმწიფოპ უნივერსიტეტის კვლევითი

ინსტიტუტი - ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა 

კონფერენციას სტუმრობს ძალიან მაღალი რანგის უცხოელი მეცნიერები:

  • Roberto Bruno (რომის ჰელიოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, იტალია)
  • Mats Carlsson (ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნორვეგია)
  • Arnold Hanslmeier (გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია)
  • Laurent Gizon (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია)
  • Mihalis Mathioudakis (ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი)
  • Scott McIntosh (High-Altitude Observatory-ის დირექტორი, აშშ)
  • Kris Murawski (მარია კიურის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთი)
  • Valery Nakariakov (ვორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი)
  • Leon Ofman (NASA- მთავარი სპეციალისტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ)
  • Ramón Oliver (ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი)
  • Stefaan Poedts (ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბელგია)
  • Teimuraz Zaqarashvili (ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, კონფერენციის ორგანიზატორი)

კონფერენციას დაესწრებიან მსოფლიოს სხვა წამყვანი მეცნიერებიც:

  • Holly Gilbert (NASA–გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის დირექტორის მოადგილე, აშშ)
  • Sami Solanki (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია)
  • Bart De Pontieu (სამეცნიერო თანამგზავრ IRIS-ის ხელმძღვანელი, აშშ)
  • Terry Kucera (NASA- მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • Manolo Collados (მომავალი 4-მეტრიანი ტელესკოპის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ესპანეთი)
  • Mausumi Dikpati (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • Mark Miesch (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • Francesca Zuccarello (კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი, იტალია)
  • Javier Trujillo Bueno (კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, ესპანეთი)

29 სექტემბერს კონფერენცია დასრულდება.