შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) მმართველი საბჭოს შეხვედრა

 

21 ივლისს, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის  (ISTC) მმართველი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ მასში შემავალი წევრი სამეცნიერო ფონდების/ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 აღნიშნულ შეხვედრაზე წამოდგენილი იყო,   საბჭოს მიერ გასულ პერიოდში განხორციელებული აქტივობები და ფინანსური ანგარიში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა,  სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს აღნიშნული ორგანიზაციის მისიას, ინტერესებსა და მიზნობრივ მიმართულებებს, როგორებიცაა: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება.

 შეხვედრაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, საერთაშორისო ურთიერთობების და ფონდების მოზიდვის სამსხურის უფროსმა, რუსუდან ჯობავამ ფონდის ფარგლებში სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულებით სიახლეების შესახებ  მიმოხილვა გააკეთა.

 შეხვედრის ბოლოს საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) აღმასრულებელმა დირექტორმა  მიმოიხილა დამტკიცებული პროექტები და სამომავლო გეგმები.