საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა
IncrEAST საინფორმაციო პლატფორმაზე გამოქვეყნდა განახლებული ანგარიში საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. ანგარიში მოიცავს სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკის ზოგად მიმოხილვას, ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაციებისა და ერთეულების შესახებ, გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებს, ინფორმაციას მეცნიერების მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. იხილეთ ანგარიში IncrEast-ის ვებგვერდზე საინფორმაციო პლატფორმა IncrEast წარმოადგენს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ირგვლივ ინფორმაციის გაზიარების საშუალებას.
პლატფორმაზე რეგულარულად ქვეყნდება განახლებული ინფორმაცია კვლევისა და მეცნიერების ეროვნული პოლიტიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა თუ მიმდინარე პროექტების შესახებ.