საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ (სამეცნიერო სფეროები: კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა)
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია საქართველოს მეცნიერთა მხარდაჭერა ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებებში“ მონაწილეობის თვალსაზრისით (შერჩეული სამეცნიერო სფეროები: კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა და ჯანდაცვა). დეტალური ინფორმაცია საგრანტო სქემის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.inco-eap.net/en/538.php
პროექტის კოორდინატორი ორგანიზაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ,,საშუამავლო ღონისძიებებზე“ დასასწრებად განაცხადის წარდგენა ეზღუდება იმ მეცნიერებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამ სქემით მოპოვებული დაფინანსება 2014-2016 წლებში გამოცხადებულ წინა რაუნდებში.
კონკურსანტების მიერ შერჩეული ღონისძიების ვადები განსაზღვრულია 2016 წლის 30 ნოემბრამდე.
მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ევროს. წინამდებარე საგრანტო სქემის შესაბამისად, პროექტ „IncoNet EaP“-ის მიერ რუსთაველის ფონდისათვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მგზავრობის, სასტუმროს, დღიური (perdiem), სარეგისტრაციო და ვიზის ხარჯი.
შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე, იხ. დანართი#2) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc). უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bakradze@rustaveli.org.ge
საშუამავლო ღონისძიებიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში, მეცნიერებმა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში უნდა წარმოადგინონ ანგარიში (ინგლისურ და ქართულ ენებზე, დადგენილი ფორმით, იხილეთ დანართი: #3, #4). მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა (პირველ რიგში, ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება.
დოკუმენტაციის წარდგენის ვადები:
2016 წლის 5 ოქტომბერი, 16:00 საათი (თბილისის დროით) - 26 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად;
2016 წლის 31 ოქტომბერი, 16:00 საათი (თბილისის დროით) – 16 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად;
შენიშვნა:
- სააპლიკაციო ფორმის ბიუჯეტის შევსებისას გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის (2005 წლის 5 აპრილის) #220 ბრძანება (დანართი # 5).
- გამარჯვების შემთხვევაში, აპლიკანტმა დაფინანსების მისაღებად უნდა წარმოადგინოს პერსონალური მოწვევა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორისაგან.
დანართები:
- მონაწილეობის წესები
- სააპლიკაციო ფორმა
- ანგარიშის ფორმა ინგლისურ ენაზე
- ანგარიშის ფორმა ქართულ ენაზე
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #220
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ბაქრაძე
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4406)
ელფოსტა: bakradze@rustaveli.org.ge