საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი National Geographic საქართველოს ოქტომბრის ნომერის პრეზენტაცია გაიმართა და ჟურნალის მეექვსე დაბადების დღე აღინიშნა
ღონსძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და National Geographic საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წევრმა პროფ. დავით ლორთქიფანიძემ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეციერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ზვიად გაბისონიამ, National Geographic საქართველოს მთავარმა რედაქტორმა ნათია ხულუზაურმა და გამომცემელმა ანი ცაბაძემ.
National Geographic საქართველომ ოქტომბრის ნომერში ექსკლუზიურად გამოაქვეყნა საქართველოშო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის სერ ოლივერ უორდროპის დღიურები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ივნისს გადაეცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლითეკას.
ჟურნალ National Geographic საქართველოსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში National Geographic საქართველომ მოამზადა ვრცელი სტატია „დაუსრულებელი სიმფონია“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ, სადაც ისტორიკოს ბექა კობახიძის (საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში წარმოებულ) მრავალწლიან კვლევაზე დაყრდნობით მითხველს შესთავაზა ანალიზი იმისა, თუ როგორი იყო საქართველოს საერთაშორისო პოზიციები 1918-1921 წლებში, რა იყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მიღწევა და მაინც, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ დამოუკიდებლობა დავკარგეთ. სტატიაში ასევე წარმოდგენილია ისეთი მეცნიერების მოსაზრებებიც, როგორებიც არიან სტივენ ჯონსი (მოუნთ ჰოლიოკის კოლეჯი, აშშ), რიჩარდ ჰოვანესიანი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, აშშ), ნილ მაკფარლენი (ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) და ჯილიან ევისონი (ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).
სტატიაში ექსკლუზიურადა დაბეჭდილი ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, სერ ოლივერ უორდროპის დღიურებიც, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ივნისს გადაეცა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკას და საუკუნის შემდეგ ისტორიკოსების შესწავლის საგანი ხდება. National Geographic საქართველოს გუნდი პირველი იყო ვისაც, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, დღიურების საკონსერვაციო სამუშაოების დასრულებისთანავე მიეცა მათი ხილვისა და გადაღების საშუალება. ეს დღიურები საქართველოს დამოუკიდებლობის დიდი ქომაგის, ოლივერ უორდროპის ინგლისურ და ქართულენოვან ჩანაწერებს ინახავს – ფაქტებს, ემოციებს და საყიდელი წიგნების სიასაც, რომელშიც „დროების” კალენდარი და ექვთიმე თაყაიშვილის წიგნიც შედის.
ჟურნალში ასევე წარმოდგენილია ზუსტად 100 წლის წინ National Geographic-ის პირველი საველე კორეპონდენტის, მეინარდ ოუენ უილიამსის მიერ დაწრილ სტატია და გადაღებული ფოტოები. უილიამსმა კავკასიაში იმოგზაურა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ და აღწერა მაშინ არსებული მდგომარეობა. მის სტატიაში ვრცელი თავი ეთმობა საქართველოსა და ქართველებს - მისი აზრით ყველაზე საინტერესო ხალხს მათ შორის, ვინც კავკასიაში სახლობს. უილიამსმა საკუთარი თვალით იხილა საქართველოში ავტოკეფალიის აღდგენისა და არჩევნების ჩატარების პროცესი, რასაც ემოციურად აღწერს კიდეც თვის სტატიაში. დღევანდელი გადასახედიდან მისი ბევრი მოსაზრება საკმაოდ მიამიტურად ჟღერს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ის ძალიან საინტერესო სურათს ხატავს იმის შესახებ თუ რა მოლოდინები და წარმოდგენები არსებობდა, რა უხაროდათ და რა აწუხებდათ საქართველოში ზუსტად 100 წლის წინ. უილიამსის სტატია 1918 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა National Geographic-ის მთავარ გამოცემაში. მაშინ ალბათ, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო კვლავ რუსეთის მარწუხებში მოექცეოდა, 100 წლის შემდეგ კი ისევ თავისუფალ ქვეყანაში National Geographic-ის ქართულენოვანი გამოცემა იარსებებდა. National Geographic საქართველომ სპეციალური უფლება გამოითხოვა სათაო ოფისისგან და ზუსტად 100 წლის შემდეგ, 2018 ოქტომბრის ნომერში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ამერიკელი მოგზაურის, მეინარდ ოუენ უილიამსის თვალით 1918 წელს დანახულ საქართველო.
და ბოლოს, ნომერში ასევე წარმოგიდგენილია ალექსანდრე ჭავჭავაძე უმცროსის ოქროს ჯიბის საათის საინტერესო თავგადასავალი, რომელიც ცნობილი ფრანგი მესაათის, პაველ ბურეს მიერაა დამზადებული და მასზე დატანილია ქართული არტ-ნუვოს იშვიათი ნიმუში - მფლობელის ინიციალები „აჭ“. საათი რუსეთის იმპერიის დამხობასაც მოესწრო და შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შქმნასაც. ის სულ ცოტა ხნის წინ ასწლიანი მიგრაციიდან დაუბრუნდა ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულს და წინანდლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდა.
ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილი მასალის მოკლედ გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს: http://www.nationalgeographic.ge/magazine/
National Geographic საქართველოს და რადიო თავისუფლების თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული ვიდეო-რგოლი კი შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2PGGQxH
"ჩვენ გვჯერა რომ მეცნიერების, კვლევისა და თხრობის ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია"