შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამა ოქსფორდის უნივერსიტეტში

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში (SIAS) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამა დაარსდა.

 საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელობას ახორციელებენ:  

პროფესორი ნილ მაკფარლეინი (St. Anne’s College; DPIR)

პროფესორი როი ალისონი (St. Antony’s College; SIAS)

პროფესორი პოლ ჩეისთი (St. Antony’s College; SIAS/DPIR)

პროფესორი ედმუნდ ჰერციგი (Wadham College; Oriental Institute) 

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება  მიწვეული  მკვლევრების 12 თვიანი სამეცნიერო  მივლინება ოქსფორდის უნივერსიტეტში, რომლის ფარგლებშიც მიწვეულ მკლვევარს ენიშნება მენტორი, უზრუნველყოფილია სამუშაო ფართით, აქვს სრული წვდომა უნივერსიტეტში არსებულ ყველა ბიბლიოთეკასა და არქივზე, ასევე უნივერსიტეტის მასშტაბით ჩატარებულ ყველა ღია კონფერნციასა და სემინარზე.  მიწვეულ მკვლევარს ევალება ჩაატაროს საქართველოს თემაზე სემინარები და შეხვედრები.

 

იხილეთ ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა ვებგვერდზე:

www.area-studies.ox.ac.uk/georgian-programme