საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ,თსუ,ილიაუნი,აგრიუნი) სტუდენტები იულიხში
2017 წლის 9-17 სექტემბერს „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდა ე.წ. QUALI-Start-Up ლექციების კურსი. ეს პროექტი არის -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“- პროექტის (2013, 2015) გაგრძელება. პროექტის ხელმძღვანელია საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი. პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ.
ლექციების კურსი საზეიმოდ გახსნა იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორმა სებასტიან შმიდტმა.
ლექციების კურსს ესწრებოდა საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (თსუ,სტუ.ილიაუნი და აგრიუნი) 22 სტუდენტი. სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP) დირექტორი, პროფ.ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-5) ინსტიტუტის დირექტორი პროფ ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ჯონ შა, ენერგიისა და კლიმატის ინსტიტიტის (IEK) დირექტორები: პროფ.ანდრეას ვანერი და პროფ.ასტრიდ კლენდერ-შარ, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის (ZEA) დირექტორი, პროფ.გჰალებ ნატუა, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის(PGI) და კვლევითი ცენტრის თანამშრომლები:პროფ.დეტლევ გოტა, დოქტორი ფარიდა გრინბერგი, დოქტორი ანდრო კაჭარავა, დოქტორი ირაკლი ქეშელაშვილი, დოქტორი მანუელ ანგსტი,დოქტორი ეზეკიელ ფარერ და სხვები.
ლექციების კურსის გარდა სტუდენტებს ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობები, ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაციები, რომლებიც სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომდიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა) წარმოადგინეს. სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
სტუდენტები გაეცნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen) და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში.