საკონსულტაციო დღეები
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს საკონსულტაციო დღეებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსის მსურველთათვის. ფონდის თანამშრომლები მაგისტრანტებს გააცნობენ კონკურსის პირობებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.
საკონსულტაციო დღეების განრიგი:
- 11 ოქტომბერი - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 115-ე აუდიტორია, 18:00 საათზე;
- 12 ოქტომბერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი (106), 17:00 საათზე.