შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საკონსულტაციო შეხვედრა ფონდის 2022 წლის გამოყენებითი კვლევებისთვის ახალ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

 

20 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტის „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო ოფისში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან გაბიტაშვილმა ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრა ფონდის 2022 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის  ახალ   სახელმწიფო საგრანტო   კონკურსთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს ხანში გამოცხადდება. ფონდის წარმომადგენელი უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ესაუბრა  კონკურსის, მისი მიზნებისა და ძირითადი მოთხოვნების შესახებ. აღინიშნა, რომ კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება  3 ტიპის გამოყენებითი კვლევები:  კონცეფციის დამტკიცება - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში გამოცდის გზით; პილოტირება - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის ვალიდაცია რეალურ/ინდუსტრიულ გარემოში გამოცდის/ტესტირების გზით; დანერგვითი კვლევა - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო/ინდუსტრიულ გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად. მეცნიერებს ასევე გააცნეს ინფორმაცია  კონკურსის  სარეგისტრაციო პირობების  და პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესახებ  პირველ და მეორე ეტაპზე.  შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა.