შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სემინარი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ ფარგლებში

 

16 ნოემბერს გაიმართა სემინარი  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“  ფარგლებში.  სემინარის მიზანია  კვლევის შედეგების პოპულარიზაცია.

ტყის მცენარეების ხელოვნური ნარგაობების გაშენება თანამედროვეობის აქტუალური საქმიანობაა. იგი 21-ე საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც იზრდება მოსახლეობის რიცხოვნობა, საჭირო ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს კვლევები ახალი სწრაფმზარდი მექნიანი მცენარეების მიღებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ მერქნის სწრაფად მიღებასა და მის გამოყენებას სხვადასხვა მიზნით. ამ მხრივ ერთ-ერთი საინტერესო მცენარე აღმოჩნდა ვერხვი. დღეისთვის არსებობს ხელოვნურად გამოყვანილი ვერხვის მრავალი სწრაფმზარდი ფორმა;  ვერხვები მრავალი წელია გამოიყენება ქარსაფრებისა და ბუფერული ზონების მშენებლობაში. სამეცნიერო კვლევის მიზანია  იტალიის და თურქეთის სამეცნიერო ცენტრებში მიღებული ვერხვის ახალი სწრაფმზარდი ფორმების შემოტანა საქართველოში და კომპლექსური კვლევის შედეგად საქართველოსთვის ადაპტირებული ვარიანტების შერჩევა. კვლევა განხორციელდა პირველად ფუნდამენტური კვლევების ამ მიმართულებით. სემინარი გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანი გოგინაშვილმა. პრეზენტაციას უძღვებოდა დოქტორანტი მაია ბაჩილავა.