შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სემინარი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის (STI) პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტის რეკომენდაციების განხილვისა და სამუშაო სამოქმედო გეგმის მომზ

მინდინარე წლის 15-19 აგვისტოს, შოთა რუსთაველის ეროვნული საეცნიერო ფონდის ორგანიზებით ოზურგეთში, დაბა შეკვეთილში გაიმართა სემინარი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სისტემის განვითარებაში ჩართული სამიზნე ინსტიტუციების მონაწილეობით.

სემინარი დაეთმო  საქართველოს მეცნიერებისტექნოლოგიის და ინოვაციის სისტემის პოლიტიკის საექსპერტო ანალიზის დოკუმენტის განხილვას  (‘Policy Mix Peer Review  of the Georgian STI system’),  დოკუმენტის ცალკეული აქტუალური საკითხების შეჯამებას  და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროსთვის წარსადგენად. სემინარს ესწრებოდნენ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,   შოთა რუსთაველის ეროვნული საეცნიერო ფონდის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი წარმომადგენლები. ასევე, მოწვეული ექსპერტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

სემინარი ჩატარდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” (IncoNet EaP) ფარგლებში.