შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია საქართველოს საისტორიო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

2019 წლის 21 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე - ჯაბა სამუშია, საქართველოს საისტორიო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

საქართველოს საისტორიო საზოგადოების დაარსების ისტორია დაკავშირებულია  1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების შექმნასთან. ამჯერად საქართველოს საისტორიო საზოგადოება მის სახელს ატარებს. საზოგადოების თავჯდომარეები სხვადასხვა დროს იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ჯავახიშვილი.  საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობა ახალი ძალითა და მასშტაბით განახლდა 1959 წელს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოების, ხოლო 1976 წლიდან საქართველოს საისტორიო საზოგადოების სახელით.

საქართველოს საისტორიო საზოგადოება აერთიანებს საისტორიო მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს, ეწევა საისტორიო მეცნიერებათა მიღწევებისა და ცოდნის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს უწყებათა სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციას, მატერიალური კულტურის ისტორიის ძეგლების შეგროვებას, დაცვასა და შესწავლას.