შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შესრულებული მონოგრაფიის პრეზენტაცია

                         

            2020 წლის 22 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შესრულებული მონოგრაფიის: “სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების წარმართვის ეტაპები ადამიანის უსაფრთხოებისა და სიღარიბის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად” პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტური წრეების, აკადემიური პერსონალისა და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე განხორციელდა სკაიპ-ჩართვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უცხოური ოფისების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მონოგრაფიის პრეზენტაციის მონაწილეთა შორის გამართული დისკუსიის შედეგებმა გამოკვეთა საჭიროება, რომ კვლევის შედეგები გაეცნოს საზოგადოების უფრო ფართო მასებს როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მონოგრაფიის ავტორმა დოქ. ნინო ფარსადანიშვილმა აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები აქტიურად იქნება გამოყენებული უშუალოდ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ადმინისტრირებულ მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამაში.

მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ სამომავლო კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.