შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წიგნის პრეზენტაცია

მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 214-ე აუდიტორიაში გაიმართა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ორივე წიგნი მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის  “ანისი _ ქართული კულტურული მემკვიდრეობა” ფარგლებში.

ანისი, “ათას ერთი ეკლესიის ქალაქი“, საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა იმ გზაჯვარედინს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იკვეთებოდა. ქალაქის სტრატეგიული მდებარეო-ბა, მასზე გამავალი სავაჭრო გზები იყო ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც იგი ერთი მხრივ სომხეთისა და საქართველოს სამეფოს, ხოლო მეორე მხრივ თურქ-სელჩუკთა და ბიზანტიის იმპერიის მუდმი-ვი ცილობის არეალს წარმოადგენდა. სხვადასხვაგვარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნები ანისში თავის დამკვიდრებას, პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის თანადროულად, საკუთარი სარწმუნოებრივი და კულტურული მიმართებების

დანერგვით ცდილობდნენ. შედეგად, ქალაქი ჩამოყალიბდა უნიკალურ, მრავლისმომცველ გარემოდ, რომლის შექმნაშიც, სომხურისა და ბიზანტიურის თანაგვარად, ასევე აქტიურად მონაწილეობდა სელჩუკური და ქართული კულტურის ელემენტები.

პირველი პუბლიკაცია – კრებული სათაურით “ანისი გზაჯვარედინზე” პროექტის ფარგლებში ჩატარებულ საერთაშო-რისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების კრებულია. კონფერენცია გაიმართა 2016 წლის ნოემბერში. მისი მიზანი იყო წარმოეჩინა ის სწორუპოვარი, მრავალი კულტურის მომცველი გარემო, რითაც აღმოსავლეთ-დასავლეთის გასაყარზე მდებარე ეს ისტორიული ქალაქი ხასიათდებოდა. შესაბამისად, კონფერ-ენციაზე წარმოდგენილი იყო ანისის მრავალკულტურული გარემოს ჩამოყალიბების სურათის ცალკეული ასპექტები სომხური, ბიზანტიური, ქართული და სელჩუკური კულტურულ-პოლიტიკური ელემენტების მონაწილეობით. წარმოდგე-ნილი მოხსენებები მოიცავდა ქალაქისა და მისი რეგიონის პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და ეთნო-კონფესიური ვითარების სხვადასხვა მხარეებს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღნიშნული რეგიონითა და თემატიკით დაინტერესებული მკვლევარები როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამე-ცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან.

კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. კრებული მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში, ხოლო დაიბეჭდა საქველმოქმედო ფონდ ცისკარის ფინანსური მხარდაჭერით.

მეორე პუბლიკაცია _ “მასალები ანისის წმ. გრიგოლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლისთვის” ცნობილი ხელოვნებათმცოდნის და რესტავრატორის, ნიკოლაი სიჩოვის მიერ 1911 წელს ანისში განხორციელებული სამუშაოს დღიურის (თანდართული გრაფიკული ჩანახატებით და ქართული ფრესკული წარწერების მონახაზებით), აგრეთვე 1912 წელს მის მიერ წაკითხული მოხსენების პუბლიკაციაა. ეს მასალები ინახება სანკტ-პეტერბურგის მატერიალური კულტურის ინსტიტუტის სამეცნიერო არქივში. ისინი მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მიერ პუბლიკაციისა და შემდგომი კვლევისთვის უსასყიდლოდ გადმოეცა პროექტზე მომუშავე ჯგუფს. სიჩოვის დღიურში დეტალურადაა აღწერილი და დახასიათებული ანისის წმ. გრიგოლის ეკლესიის და კარიბჭის ფრესკები, რომლებიც, ავტორის დასკვნით, ქართველი ოსტატების მიერ უნდა იყოს შექმნილი XIII საუკუნის პირველ ნახე-ვარში. ესაა ამ მოხატულობების ფიქსაციის და დახასიათების პირველი ცდა, რომელისაც დიდი მნიშვნელობა აქვს კავკასიის ქრისტიანული ხელოვნების შესწავლისთვის.   

პუბლიკაცია მომზადდა ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტო-რიისა და თეორიის ინსტიტუტის და სანკტ-პოეტერბურგის მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლო-ბით. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში.