შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წვდომა ელსევიერის სამეცნიერო ბაზებზე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა განაახლა თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან საგამომცემლო სახლ ,,ელსევიერთან’’. თანამშრომლობის ფარგლებში 55 ორგანიზაციისგან შემდგარ კონსორციუმს, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რუსთაველის ფონდი, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები წვდომა აქვს  ელსევიერის სამეცნიერო  ბაზებზე ScopusScience Direct  და Funding Institutional.

ბაზებზე წვდომა შესაძლებელია როგორც ორგანიზაციიდან, ასევე ორგანიზაციის გარეთ დისტანციურ რეჟიმში.  კონსორციუმის წევრი   ორგანიზაციებისათვის  დისტანციური წვდომა უკვე   გააქტიურებულია და მათ წარმომადგენლებს ნებისმიერი ადგილიდან  შეუძლიათ  სამეცნიერო ბაზებით სარგებლობა.

დისტანციური წვდომით სარგებლობის მიზნით,   თითოეულმა მომხმარებელმა ბაზაში შესვლისას  უნდა მიუთითოს ის ინსტიტუციური ელექტრონული ფოსტა,  რომლითაც შექმნილი აქვს ელსევიერის ანგარიში, შედეგად მითითებულ მისამართზე მიუვა ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგ შესაძლებელია  ბაზებზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან.

ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ როგორც  რუსთაველის ფონდს, ასევე იმ   ორგანიზაციას, რომელსაც წარმოადგენთ.