შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ბარომეტრი- მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ჰორიზონტი 2020- ის დაფინანსებული პროექტის „EaP PLUS” ფარგლებში შემუშავებული საინფორმაციო კითხვარის შესახებ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას, ჩარჩო პროგრამის შეფასებასა და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის შემდგომ განვითარებას.

აღნიშნული კითხვარის შევსება შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს: სომხეთი, ბელაური, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

აღსანიშნავია, რომ პასუხები კონფიდენციალური და ანონიმურია. კვლევის მონაცემები მხოლოდ კოლექტიურად იქნება კომბინირებული დასკვნის გენერირებისათვის.

კითხვარის შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის  22 თებერვალი.

კითხვარი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ EaP PLUS პროექტის ვებ გვერდს.