შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის შეფასების I ეტაპის შედეგები

დასრულდა 2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის შეფასების I ეტაპი.

69 პროექტი შეფასდა საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის N221/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

ერთი პროექტი, შიფრით CARYS-19-144 მოიხსნა კონკურსიდან - იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2020 წლის 2 ივნისის ბრძანება N29.

აპლიკანტებს კონკურსის პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ გაკეთებული ინდივიდუალური შეფასებების ნახვა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (GMUS - ში).

იხილეთ:

შეფასების პირველი ეტაპის შედეგები - რანჟირებული სია დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული ჯამური ქულების საშუალო არითმეტიკულის მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის N221/ნ ბრძანების თანახმად, პროექტები, რომელთა დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან მიღებული ჯამური ქულების საშუალო არითმეტიკულმა შეადგინა 25 ქულაზე მეტი, ავტომატურად გადადის შეფასების მეორე ეტაპზე. ხოლო 25 ან/და ნაკლები ქულის მქონე პროექტების მეორე ეტაპზე გადასვლის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტს შესარჩევი კომისია.

შეფასების II ეტაპზე გადასულ მონაწილეთა სია და პრეზენტაციების განრიგი გამოქვეყნდება მოგვიანებით.