ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები
გამოვლინდა ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები.
2018 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 9 განაცხადი. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 6 აპლიკანტთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია სამი პროექტი.
იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
გთხოვთ, გამარჯვებულებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში წარმოადგინოთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები 2018 წლის 31 ივლისის 18:00 საათამდე.