მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის შედეგები
კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 94 საპროექტო განაცხადი, მათგან 4 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე. კონკურსში მონაწილე 90 პროექტი შეფასდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 21 პროექტი.
იხილეთ:
ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 19 თებერვლის №16 ბრძანება გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ;
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 20 თებერვლის 12:00 საათიდან გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).