შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“ 2017 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

კონკურსის მეორე ეტაპზე, საკონკურსო განაცხადის - „განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების წარდგენა  შესაძლებელი იქნება ფონდის შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: leo@rustaveli.org.ge  2017 წლის  04 ოქტომბრის     16:00 სთ-მდე. საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ ის განაცხადები,  რომლებიც გამოგზავნილი იქნება მითითებულ  ელექტრონულ ფოსტაზე და ამავდროულად კონკურსის მეორე ეტაპის საკონკურსო განაცხადი  ამობეჭდილი, ხელმოწერილი და საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი/ნახაზი წარმოდგენილი იქნება ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მონაწილეების  მიერ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში  2017 წლის 10 ოქტომბრის   16:00 სთ-მდე. 

ვადის დარღვევის ან/და არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი  მოიხსნება კონკურსიდან.

სარეგისტრაციო შიფრი მიენიჭება საგრანტო კონკურსის ელ. ფოსტაზე კონკურსის მეორე ეტაპზე გაგზავნილ თითოეულ პროექტს და გაეგზავნება პროექტის წარმდგენს.

პროექტის წარმდგენი ამობეჭდავს განაცხადს კონკურსში მონაწილეობის შესახებ  (იხ. დანართი №3),   მიუთითებს  პროექტის შიფრს:   leo/…/…/17 რომელიც მიენიჭება  პროექტის წარდგენის შემდეგ, ამობეჭდავს და   დაადასტურებს ხელმოწერებით.

ამობეჭდილი, შევსებული, ხელმოწერებით დადასტურებული ,,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ“,საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად   წარდგენილი უნდა იქნას ფონდის კანცელარიაში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა განაცხადი და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელთან/მაკეტთან ერთად უნდა წარადგინონ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (შესაბამისი რაიონის) საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში. 

პროექტის აღწერილობის ტექსტი (კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი)  აკრეფილი უნდა იყოს MS Word-ის ტექსტური რედაქტორის გამოყენებით, ქართული უნიკოდის მეშვეობით (Sylfaen), ზომა 11, ინტერვალი 1.5. პროექტის აღწერილობის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 250 სიტყვას და უნდა მოიცავდეს შემდეგს:

        ა) გამოგონების/კვლევის  სიახლისა და ორიგინალობის აღწერა;

        ბ) გამოგონების/კვლევის აქტუალობა და მისი პრაქტიკული გამოყენებადობა/რეალიზებადობა;

        გ) დასკვნა.

 მეორე ეტაპზე საკონკურსო კომისია შეარჩევს კონკურსის  ფინალისტებს  არაუგვიანეს 2017 წლის 20 ოქტომბრისა.

 საკონკურსო კომისია  საკონკურსო გამოფენაზე  გამოავლენს გამარჯვებულებს     არაუგვიანეს    2017 წლის 15 ნოემბრისა.