2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ შედეგები
კომისიის მიერ შეფასებული პროექტები.
კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და გამოავლენა 4 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარედგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად.
გენერალური დირექტორის ბრძანება.
გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2017 წლის 8 სექტემბრისა 17:00 საათისა ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!