შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2017 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2017 წლის კონკურსის  საკონკურსო კომისიამ,   კონკურსი დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 19 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N07 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა 2017 წლის კონკურსში გამარჯვებულები.

2017 წლის გამოცხადებულ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა „თიბისი ბანკში“. გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა სკოლის მოსწავლეები მე-7 დან 12 კლასის ჩათვლით. 44 საკონკურსო განაცხადიდან 19 განაცხადი წარდგენილია საქართველოს რეგიონებიდან (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო 25 - თბილისიდან. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

 

გრანპრის მფლობელი გახდნენ:

 

გრიგოლ მიქაძე; ლუკა ბუსქანძე; ცოტნე მიქაძე

 

პროექტი:კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება

 

პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.

 

I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ:

 

იონა იობიძე; გიორგი უროტაძე

 

პროექტი: მანძილის მზომი რობოტი

 

II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ:

 

ჯემალ გონაშვილი; გიორგი ჟორჟოლიანი; იოანე სალუქვაძე

 

პროექტი ,,ჭკვიანი ურიკა“

 

III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ:

 

შორენა გუჯაბიძე; დეა ილარიონოვა; მარინა გუჯაბიძე

 

პროექტი,,უჩინარის მაჩინარი" -მოზაიკური ეკრანი ,,შლიერენის" გამოსავლენად

 

 (საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).

 

პროექტის მხარდამჭერიათიბისი ბანკი“.

სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ:

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის    გადაწყვეტილებით, ნიჭიერი ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით, 2017 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებს გადაეცემა 100% საუნივერსიტეტო გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს შესაბამისი სასწავლო პროგრამის ღირებულებას, გარდა ამისა, კონკურსის მონაწილეებს სწავლის საფასური შეუმცირდებათ 20%-ით.

 

საქართველოს უნივერსიტეტის საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა  ბატონმა  კახაბერ თავზარაშვილმა   პროექტის ,, რადიოლოკაციური ხელჯოხი უსინათლოთა დასახმარებლად ავტორს  ლაშა ტავლალაშვილს გადასცა პლანშენტი.

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავჯდომარემ და 2017 წლის ,,ლეონარდო და ვინჩის“ კომისიის წევრმა ბატონმა  ელიზბარ ელიზბარაშვილმა

ასოციაციის პრიზებით და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2017 წლის ,კონკურსის  გრანპრის მფლობელი პროექტის ,,კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება“ ავტორები: გრიგოლ მიქაძე, ლუკა ბუსქანძე, ცოტნე მიქაძე

საქპატენტი-ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრის  იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მანანა ფრუიძემ პროექტის ,, მასწავლებელი ბუს“ ავტორებს ანი თეთრაშვილს და გივი მელიქიშვილს გადასცა  1000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.

შპს მთაწმინდის პარკმა  კონკურსში მონაწილე უმცროს კლასელები (VIII კლასელები), იონა იობიძე,  ჯემალ გონაშვილი,  გიორგი ჟორჟოლიანი  მთაწმინდის პარკის 50 -ლარიანი ბარათებით დააჯილდოვა.