2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (CNRS PICS) შედეგები
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (The International Scientific Cooperation Project - PICS) ფარგლებში საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მონაწილობით საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ორი განაცხადი, რომლებიც შეფასდა საფრანგეთსა და საქართველოში, დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომისიების მიერ. მხარეთა მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან წარმოდგენილი პროექტი სახელწოდებით „უკანასკნელ ნეანდერტალელთა და პირველ ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა განსახლება საქართველოში.“
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (The International Scientific Cooperation Project - PICS) მიზანია საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია. მომდევნო The International Scientific Cooperation Project - PICS კონკურსი გამოცხადდება 2018 წლის აპრილში.