შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2019 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი 

კონკურსის აბრევიატურა PHDF

კონკურსის მიზანი

ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინდივიდუალური 

კონკურსის ძირითადი პირობები

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

 ფინანსური მოთხოვნები:

  • დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე)  არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს.
  • ფონდიდან მოთხოვნილი წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 21 000 ლარს.

პროექტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე (კონკურსის პირობების შესაბამისად).

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი 

2019 წლის 29 მაისი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;

ჯგუფური კონსულტაციები:

4 ივნისი რეგისტრაციის ბმული

14 ივნისი რეგისტრაციის ბმული

21  ივნისი რეგისტრაციის ბმული

21 ივნისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

29 მაისიდან 27 ივნისის  16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

28 ივნისის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

ივლისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ივლისი - აგვისტო - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება, ერთიანი რანჟირებული სიის შედგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა;

აგვისტო – სექტემბერი - გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

აგვისტო – სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

სექტემბერი - ოქტომბერი - გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • პროექტის აბსტრაქტი - დანართი 4
  • დოქტორანტის, დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელისა და კონსულტანტის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია - CV დანართი 5 ივსება GMUS-ში
  • უცხოელი კონსულტანტის CV-ის ნიმუში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 6 ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (ნიმუში) - დანართი 7 ივსება GMUS-ში
  • კონსულტანტის თანხმობის წერილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი 8 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 (GEO/ENG)
  • ცნობა დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ - დანართი 10 
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 11 (GEO/ENG)
  • უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით - დანართი 14 
  • ხშირად დასმული კითხვები

      პრეზენტაცია კონკურსის შესახებ 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულ

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტითdo@rustaveli.org,ge 22/06/2019 - მდე. ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ანა ფოლოდაშვილი 2 200 220 (4018)

თორნიკე სხირტლაძე 2 200 220 (4133)

ანა კობერიძე - ფინანსური საკითხები 2 200 220 (4403)

საკონტაქტო ინფორმაცია: do@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!