ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა FR
კონკურსის მიზანი
ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.
საპროექტო განაცხადი ტიპი ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები
პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას:
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს წელიწადში;
- პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის;
- დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 000 ლარს წელიწადში;
- ზედნადები ხარჯები - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 5%-ს.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
- ელექტრონული რეგისტრაცია – 2019 წლის 10 ივნისი - 3 ივლისის 16:00 საათამდე
- საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება:
13 ივნისი, ხუთშაბათი, 15 საათი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G კორპუსი, აუდიტორია G106 (ვაკე);
20 ივნისი, ხუთშაბათი, 15 საათი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსის გ.ნიკოლაძის დარბაზი, III სართული;
27 ივნისი, ხუთშაბათი, 15 საათი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია 107.
საკონსულტაციო შეხვედრებზე დასწრების სარეგისტრაციო ფორმა
-
შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2019 წლის 28 ივნისი;
-
ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 2019 წლის 5 ივლისის 16:00 საათი;
-
რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა -2019 წლის ივლისი;
-
შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ -2019 წლის ივლისი;
-
კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ - 2019 წლის აგვისტო - ნოემბერი;
-
დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა - 2020 წლის - იანვარი;
-
დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2020 წლის იანვარი;
-
საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2020 წლის იანვარი.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილება;
- ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 4 ივნისის №67 ბრძანება;
- სამეცნიერო კლასიფიკატორი (GEO/ENG);
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი;
- შეფასების კრიტერიუმები.
- ბრძანება საბოლოო ქულის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები
- პირობები - დანართი 1;
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში;
- აბსტრაქტი - დანართი 3 (GEO/ENG)
- საპროექტო წინადადება - დანართი 4 (GEO/ENG)
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-ში;
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში;
- უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - დანართი 7 (ENG);
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG);
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9 (GEO/ENG);
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-ში.
- ხშირად დასმული კითხვები (განახლებული)
- საკონსულტაციო პრეზენტაცია
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით fr@rustaveli.org.ge 28 ივნისის ჩათვლით კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორები:
სალომე შარაშენიძე: 2 200 220 (4016)
ლანა დავითულიანი: 2 200 220 (2302)
კონსულტანტები პროექტის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე:
თამთა ტურაშვილი
ანა გოგუაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: fr@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!