ფონდი აცხადებს სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კონკურსს
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:
ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში არსებულ სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობითა და განვითარებით სამეცნიერო კვლევების აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადების უზრუნველყოფას;
ბ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეშვეობით;
გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და ინტერდისციპლინური სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობას;
დ) ინტერ და ინტრაინსტიტუციონალური თანამშრომლობის წახალისებას სადოქტორო სწავლების საფეხურზე;
ე) ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტების მხარდაჭერას კარიერის საწყის ეტაპზე;
ვ) სადოქტორო სწავლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულეებებში:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- ინჟინერია და ტექნოლოგიები
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
- აგრარული მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები
პროექტი შეიძლება იყოს ინტერდისციპინარული და მოიცავდეს არაუმეტეს სამ ქვემიმართულებას (იხილეთ სამეცნიერო კლასიფიკატორი).
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადი (პროექტი) უნდა ითვალისწინებდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:
- არსებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, ან
- ახალი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტი!
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
კონკურსის გამოცხადება |
11 ოქტომბერი |
ჯგუფური კონსულტაციები |
18 ოქტომბერი, 16:00 სთ. სარეგისტრაციო ფორმა 31 ოქტომბერი, 16:00 სთ. სარეგისტრაციო ფორმა |
შეკითხვების ელექტრონულად გამოგზავნის ბოლო ვადა |
31 ოქტომბერი, 18:00 სთ. |
პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება ბოლო ვადა |
26 ოქტომბერი, 10:00 სთ. 7 ნოემბერი, 16:00 სთ. |
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების ფონდის კანცელარიაში წარდგენის ბოლო ვადა |
10 ნოემბერი, 16:00 სთ.
|
კონკურსის შედეგების გამოცხადება |
დეკემბერი, 2016 წ.
|
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
ვადების დარღვევით შემოსული დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.
დეტალურ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება (№58/ნ, 06.2016)
- ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
- დანართი 1 - კონკურსის პირობები ( GEO )
- დანართი 2 - პროექტის თავფურცელი ( ENG / GEO )
- დანართი 3 - საპროექტო წინადადება ( ENG / GEO )
- დანართი 4 - პროექტისთვის საჭირო რესურსები და პროექტის მენეჯმენტი ( ENG / GEO )
- დანართი 5 - პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება ( ENG / GEO )
- დანართი 6 - პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი ( ENG / GEO )
- დანართი 7 - ბიოგრაფიის (CV) ფორმა პროექტის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის, ძირითადი პერსონალისა და უცხოელი კონსულტანტისათვის ( ENG / GEO )
- დანართი 8 - უცხოელი კონსულტანტის თანხმობის წერილი ( ENG )
- დანართი 9 - ცნობა თანადაფინანსების შესახებ ( GEO )
- დანართი 10 - სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების 2016 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ( GEO )
- დანართი 11 - სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი ( ENG / GEO )
- დანართი 12 - ფონდის საგრანტო პროეტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკატორი ( GEO )
- ხშირად დასმული კითხვები
პროექტის დოკუმენტები მომზადებული უნდა იყოს ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმების მიხედვით. ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი, 16:00 სთ. კანცელარიაში განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 10 ნოემბერი, 16:00 სთ. დადგენილი ფორმებისა და ვადების დარღვევით წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს:
ქეთი გაბიტაშვილი
ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07)