შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით

კონკურსის მიზნებია:

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tg@rustaveli.org.ge.

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

 

25 ივლისი  -  კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;

12 აგვისტო - ონლაინ შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

22 აგვისტო, 16:00 სთ.   -  პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა;

29 აგვისტო, 16:00 სთ.   - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში წარდგენილი ბოლო ვადა;

12 სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

 

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადება საკონკურსოდ არ განიხილება. 

 

დეტალური ინფორმაცია  კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: 

ნინო დემეტრაშვილი

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4302)
ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge

დავით ბარათაშვილი   

ელ-ფოსტა:  baratashvili@rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი:

ა. ალექსიძის ქ. #1, III სართული, თბილისი 0193

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !