შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2019 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ შედეგები

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ 2019 წლის კონკურსის საკონკურსო კომისიამ, კონკურსის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 18 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 01 თებერვლი   N11 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად  და გამოავლინა 2019 წლის კონკურსში გამარჯვებულები.

2019 წლის  მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 31 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 16 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა ,,მწერალთა სახლის“ გამოფენაზე კონკურსანტები დამთვალიერებლების წინაშე წარსდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით. საკონკურსო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

კომისიის გადაწყვეტილებით გრანპრის მფლობელი გახდნენ:

გვარი სახელი: როსტომ ნიორაძე; ქეთა აფციაური  

პროექტი: თეთრი დათვი-შუქგამტარული მოქნილი  მასივი სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის.

სკოლა: სერვანტესის სახ.გიმნაზია ,,აია-GESS

პროექტის ავტორები გაემგზავრებიან საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.

 I ადგილის და 5000 ლარის მფლობელები გახდნენ:

 გვარი სახელი: მარიამ მაღრაძე; თეონა კონტრიძე; თეკლა ლეჟავა

პროექტი: თვითნაკეთი წყალბადზე მომუშავე სათბობური ელემენტი - ელექტრული დენის გენერატორი

სკოლა: სერვანტესის სახ.გიმნაზია ,,აია-GESS

 

II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ:

გვარი სახელი: ლიზი ტურაშვილი; მარიამ მიქაძე; ავთანდილ გუჯაბიძე.

პროექტი: აგრიკულტურა/მოსავალი ყველგან და ყველასთვის.

სკოლა: სერვანტესის სახ.გიმნაზია ,,აია-GESS

 

III ადგილის და 2000 ლარის მფლობელები გახდნენ:

გვარი სახელი: გეგა შავდათუაშვილი; მარიამ ნინუა; ბაია გრძელიშვილი

პროექტი: ,რობოტო-ბენდი"

სკოლა: სერვანტესის სახ.გიმნაზია ,,აია-GESS"; ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლა;

თბილისის კლასიკური გიმნაზია

(საპრიზო თანხა გადანაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე).

 

2019 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის შედეგები საინჟინრო და კვლევების მიმართულება.