შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოვლინდნენ 2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის გამარჯვებულები!

2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის შესარჩევმა კომისიამ დაასრულა მუშაობა.   კომისიამ  მოისმინა  48 პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის ან/და ძირითადი პერსონალის პრეზენტაციები, რომლებმაც შეფასების პირველ ეტაპზე მიიღეს 25-ზე მეტი საშუალო ქულა და შეაფასა ისინი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ნოემბრის N221/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. 

კომისიამ დასაფინანსებლად შეირჩა 36 პროექტი.

იხილეთ:

  1. ფონდის გენერალური დირექტორის 2020 წლის 2 ივლისის N31 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.
  2. ერთიანი რანჟირებული სია

 

შესარჩევი  კომისიის მიერ II ეტაპზე გაკეთებული შეფასებები აღნიშნული ეტაპის მონაწილეებს გაეგზავნებათ ელექტრონული ფოსტით სამ სამუშაო დღეში.

 

ყურადღება !!!

გთხოვთგაითვალისწინოთრომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!