შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის შედეგები
პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.
ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომელიც იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე გაივლის სამეცნიერო კვლევით სტაჟირებას.
გთხოვთ, იხილოთ ფონდის გენერალური დირექტორის 21 ნოემბრის ბრძანება №135 გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.