2020 წლის საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსის შედეგები
კონკურსში წარდგენილი 10 საკონკურსო განაცხადი საკონკურსო კომისიამ „საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის -ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსის გამოცხადების და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის № 15 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის წესის მე-10 მუხლით დადგენილი განაცხადების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასა.
გამოვლინდა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსის გამარჯვებული.
იხილეთ:
ფონდის გენერალური დირექტორის 30 მარტის №25 ბრძანება გამარჯვებული განაცხადის დამტკიცების შესახებ.
საკონკურსო განაცხადების რანჟირებული სია
კონკურსის მონაწილეებს განაცხადების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 5 სამუშაო დღეში გრანტების მართვის ერთიან ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში (GMUS).