ფონდი აცხადებს 2022 წლის სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნის მხარდაჭერის კონკურსს
კონკურსის აბრევიატურა: SPF
კონკურსის მიზანი
საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა და მისი პოპულარიზაცია; საქართველოს მეცნიერების შესახებ, სანდო წყაროებზე დაფუძნებული, სამეცნიერო პოპულარული, შემეცნებითი ფილმების შექმნა.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
15 ნოემბრიდან 28 ნოემბრის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
29 ნოემბრის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
ნოემბერი-დეკემბერი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
დეკემბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ; კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება; კონკურსის შედეგების გამოქვეყნება; ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
16 და 24 ნოემბერი - 15:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები
Join Zoom Meeting https://us04web.zoom.us/j/5977352291?pwd=Wi9mK3dzNTc1ejBwUGhkelE3RGRBZz09
Meeting ID: 597 735 2291
Passcode: 470662
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- "მეცნიერების პოპულარიზაციის" პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2021 წლის 29 დეკემბრის N1435044 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" 2022 წლის 11 ნოემბრის N1441201 ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 11 ნოემბრის N205 ბრძანება
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
1. კონკურსზე რეგისტრაციის წესი (დანართი 1)
2. კრებსითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ (დანართი 2) ივსება Gmus-ში
3. საპროექტო წინადადება (დანართი 3)
4. პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4)
5. ცნობა თანადაფინანსების შეახებ (დანართი 5) ქართულ და ინგლისურ ენებზე
6. ფილმის გეგმა-გრაფიკი (დანართი 6)
7. ფილმის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 7)
8. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 8) გენერირდება Gmus-დან
9. ფილმის ავტორთა თანხმობის წერილი (დანართი 9)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული) ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
კოორდინატორი
ქეთევან გორგაძე
568 88 37 57 საკონტაქტო ინფორმაცია: spf@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!