ფონდი აცხადებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს
კონკურსის სახელწოდება:
მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: STEM
კონკურსის მიზანი:
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარებას, მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავებას ორი ან მეტი სამეცნიერო დისციპლინის ერთობლიობით. დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ეროვნული მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) სფეროს გაძლიერებასა და მის ჩართვას ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ პროგრესში.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები
კონკურსი ითვალისწინებს ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტების დაფინანსებას. ინტერდისციპლინური კვლევა განისაზღვრება, როგორც მინიმუმ ორი სამეცნიერო დარგის (დისციპლინის) ერთობლიობით განსახორციელებელი კვლევა. სამეცნიერო მიმართულებების, დარგების (დისციპლინების) და ქვედარგების (ქვედისციპლინების) დეტალური ჩამონათვალი დადგენილია კონკუსის სამეცნიერო კლასიფიკატორში.
კონკურსში მონაწილეობისა და გრანტის მიღების უფლება აქვს ძირითად პერსონალს წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციასთან ერთად.
საკონკურსოდ წარმოდგენილი კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს;
- ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
- არის პროექტით გათვალისწინებული კვლევის მინიმუმ ერთი დისციპლინის (დარგის) მკვლევარი;
- აქვს სამეცნიერო საქმიანობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, ან არის სულ მცირე ერთი დასრულებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი.
- მისი სამეცნიერო პროდუქტიულობა, კონკურსზე პროექტის რეგისტრაციის დროისათვის, არის: h-ინდექსი არანაკლებ 5 Scopus-ის ბაზის მიხედვით.
ძირითადი პერსონალის სტატუსით კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ პირებს, რომლებიც ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართულნი არიან ერთზე მეტ მიმდინარე პროექტში, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ან გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, ან ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსების ფარგლებში.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 24 თვეს, ხოლო თითოეული საანგარიშო პერიოდი მოიცავდეს 12 თვეს.
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 70 000 ლარს წელიწადში.
- ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება − ჯამში არა უმეტეს 40 000 ლარისა წელიწადში;
- დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება − ჯამში არა უმეტეს 5 000 ლარისა წელიწადში;
- ზედნადები ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 5%-ს.
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში- 2022 წლის 11 ნოემბრიდან – 2022 წლის 25 ნოემბრის 16:00 საათამდე
ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია (ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე) – 2022 წლის 11 ნოემბერი 15:00 საათი - კონსულტაციაზე დასასწრებად გთხოვთ, გადადით ბმულზე:
ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა – 2022 წლის 22 ნოემბერი
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში-2022 წლის 28 ნოემბრის 18:00 საათამდე
კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება – 2022 წლის დეკემბერი
შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ – 2022 წლის დეკემბერი
კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება – 2022 წლის დეკემბერი;
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა – 2022 წლის დეკემბერი
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება - 2022 წლის დეკემბერი
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 6 ივლისის №82/ნ ბრძანება
- ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 3 ნოემბრის №201 ბრძანება
- ცვლილება 2022 წლის 3 ნოემბრის N201 ბრძანებაში, ბრძანება N 202
- ცვლილება N 201 ბრძანებაში, ბრძანება N209
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (GEO/ENG)
- საგრანტო პროექტის ბიუჯეტის კლასიფიკატორი (GEO)
პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება - დანართი 3
- ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV), დანართი 4 ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 7 (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 8, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)
ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები
- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)
- ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია(ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით srnsfg.stem@rustaveli.org.ge
- საკონსულტაციო პრეზენტაცია;
- ხშირად დასმული შეკითხვები
კოორდინატორები:
(დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)
დავით ჩიჩუა +(995 32) 2 200 220 (4402)
ანა ფოლოდაშვილი +(995 32) 2 200 220 (4018)
ნინო აბუსელიძე +(995 32) 2 200 220 (4016)
იურიდიული და ფინანსური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: srnsfg.stem@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებას!