ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“
კონკურსის აბრევიატურა SCR
კონკურსის მიზანი
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად; მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის; სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.
კონკურსის ადმინისტრირება
2022 წლის 10 ივნისიდან 2 ივლისის 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
2022 წლის 8 ივლისის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
ივლისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ივლისი-აგვისტო - პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ.
ჯგუფური კონსულტაციები:
10 ივნისი – 16:00 საათი
17 ივნისი – 16:00 საათი, კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე:
https://us05web.zoom.us/j/83252841545?pwd=VVh3ZCtST0pnaXE4c2syVHdGNjZ2QT09
24 ივნისი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 16 ივლისის №140/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 27 მაისის N90 ბრძანება
- ცვლილება გენერალური დირექტორის N90 ბრძანებაში
- ცვლილება გენერალური დირექტორის N 90 ბრძანებაში
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 ივსება Gmus-ში
- საპროექტო წინადადება - დანართი 3
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 4 ივსება Gmus-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 5 ივსება Gmus-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ - დანართი 6
- პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 7 გენერირდება Gmus- დან
- თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 8
- ბიუჯეტის კლასიფკატორი - დანართი 9
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით scr@rustaveli.org.ge 24/06/2022-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორები:
ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები
საკონტაქტო ელექტრონული ფოსტა: scr@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!