შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2022 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის  „საქართველოს შემსწავლელი  მეცნიერებების“  ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა:  UO GSP

კონკურსის მიზანი

ა)  საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ბ)   ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი   ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები

  1. კონკურსის ფარგლებში ფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა, ასევე, ბოდლეინის ბიბლიოთეკაში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევას.
  2. კონკურსის შედეგად შესაძლოა დაფინანსდეს 3 კვლევითი პროექტი, ერთი პროექტი - სოციალურ მეცნიერებებში, ერთი პროექტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ერთი პროექტი - ბოდლეინის ბიბლიოთეკის არქივში ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციაზე მუშაობისათვის.
  3. სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების მიმართულებით კონკურსში პროექტი უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურმა პირმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყებამდე (2022 წლის სექტემბერი) არაუადრეს 2015 წლის 1-ლი ოქტომბრისა ხოლო უორდროპის კოლექციების კვლევების მიმართულებით - საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურმა პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  4. თითოეული კვლევითი პროექტისთვის ფონდის საგრანტო დაფინანსება შეადგენს 30 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში.
  5. საგრანტო დაფინანსება მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) მიწვეული მკვლევრის სტიპენდიას - 20 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში;

ბ) პროექტის განხორციელების ადმინისტრაციულ ხარჯს - 10 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში.

 

კონკურსის ადმინისტრირება:

  • პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2022 წლის 16 ივნისი - 2 ივლისი 16:00 საათამდე;
  • ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენა – 2022 წლის 6 ივლისი 16:00 საათამდე;
  • რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა
  • პროექტების შეფასება ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ (საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასება, გასაუბრება)
  • კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ივსება GMUS-ში, ნიმუში - დანართი 2
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
  • მიწვეული მკვლევრის პროფესიული ბიოგრაფია (CV) - ნიმუში - დანართი 4

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის ბმული

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმული

 

კოორდინატორები:

რუსუდან ჯობავა

jobava@rustaveli.org.ge

გიორგი წოწორია

tsotsoria@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!