შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

 

2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსზე დარეგისტრირდა 515 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 471 პროექტი. შეფასების ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება განხორციელდა ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად, რაც გულისხმობდა:

 

1. თითოეული პროექტის პირველადი შეფასება ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;

2. პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხება პირველად შეფასებაზე (ე.წ. Rebuttal);

3. თითოეული პროექტის პანელური შეფასება ექსპერტთა ჯგუფების მიერ პირველადი შეფასებისა და პროექტის ხელმძღვანელის შეპასუხების გათვალისწინებით.

 

ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე რანჟირებული სიების შედგენა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 7 ივნისის N101 ბრძანებით დამტკიცებული 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში რეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის შესაბამისად. დასაფინანსებლად შეირჩა 113 პროექტი.

 

იხილეთ:

· ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 31 იანვრის N9 ბრძანება 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ.

· გამარჯვებული პროექტების სია

 

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შესაძლებელია გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

 

გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!