2022 წლის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით (STEM) ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები!
2022 წლის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 48 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 41 პროექტი.
პროექტების შეფასება განხორციელდა ადგილობრივი დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის მიერ. ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული საბოლოო შეფასების საფუძველზე მომზადდა პროექტების რანჟირებული სია და დასაფინანსებლად შეირჩა 32 პროექტი.
იხილეთ:
- ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 22 დეკემბრის N238 ბრძანება მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ;
- გამარჯვებული პროექტები
კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
გამარჯვებული პროექტების ავტორებმა გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!