შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საბოლოო შედეგები

გამოვლინდა 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტები.

იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის N148 ბრძანება გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ.

პროექტების რანჟირებული სია

საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად, პროექტში მონაწილე პირებმა არაუგვიანეს 2022 წლის 12 აგვისტოს 18:00 საათისა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) გრანტის მიმღები საჯარო სკოლის მიერ პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში და ცნობა გაცემული ბანკის მიერ, რომ აღნიშნულ ანგარიშზე არ დაირიცხება  სარგებელი;

ბ) გრანტის მიმღები ფიზიკური პირების საბანკო ანგარიში და ცნობა გაცემული ბანკის მიერ, რომ  მათ წარმოდგენილ ანგარიშზე არ დაირიცხება  სარგებელი.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!