შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოცხადდა 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ შედეგები

 

იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 29 ნოემბრის N213 ბრძანება გამარჯვებული პროექტების შესახებ;

იხილეთ რანჟირებული სია

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS) მიმდინარე წლის 5 დეკემბრის დღის ბოლომდე.

გაითვალისწინეთ, რომ გამარჯვებული პროექტების წამყვანმა ორგანიზაციებმა , არაუგვიანეს 2022 წლის 6 დეკემბრის 18:00 საათისა, სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა. წამყვანი ორგანიზაციის პროექტისათვის გახსნილი მიზნობრივი ანგარიშის საბანკო/სახაზინო ანგარიში, რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში ჩაირიცხება გრანტის თანხა და ცნობა ბანკიდან , რომ აღნიშნულ ანგარიშზე არ დაირიცხება სარგებელი.

ბ. ცნობა იმის შესახებ , რომ წამყვან ორგანიზაციას არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.