შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2022 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ შედეგები

 

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა 2022 წლის კონკურსის ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 10 ნამუშევარი, რომელთა ავტორებიც საკონკურსო კომისიის წინაშე წარდგნენ ნამუშევრების პრეზენტაციებით.

კომისიამ კონკურსის ფინალზე წარმოდგენილი 10 საკონკურსო განაცხადი შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 24 იანვრის N06 ბრძანების მე-7 დანართის - კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმების - შესაბამისად და გამოავლინა 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულები.

გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელი გუნდი:

შიფრი - Leo/18/04/22

პროექტის სახელწოდება: smart კონსულტანტი

სკოლები: გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, სსიპ ქ. გორის №4 საჯარო სკოლა; მარტვილის კერძო სკოლა "სხივი".

I ადგილისა და 5 000 ლარის მფლობელი გუნდი:

შიფრი - Leo/15/01/22

პროექტის სახელწოდება: smart დამრევი

სკოლები: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია ჯესს; ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.

 

II ადგილისა და 3 000 ლარის მფლობელი გუნდი:

შიფრი - Leo/27/13/22

პროექტის სახელწოდება: ადგილობრივი დიატომიტიდან თერმოგამძლე მასალის მიღების ტექნოლოგია

სკოლები: სკოლები სერვანტესის სახელობის სკოლა-გიმნაზია აია-GESS, საერთაშორისო ლიცეუმი "IAPM".

 

III ადგილისა და 2 000 ლარის მფლობელი გუნდი:

შიფრი - Leo/20/06/22

პროექტის სახელწოდება: ჰაერის სტერილიზატორი დაფუძნებული პელტიეს ელემენტებზე

სკოლები: „IGS - საერთაშორისო ქართული სკოლა“, „თანამედროვე განათლების აკადემია - CEA“, „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“.

 

საპრიზო თანხა თანაბრად განაწილდება პროექტის ავტორთა რაოდენობაზე.

 

2022 წლის კონკურსის შედეგები - საინჟინრო და კვლევების მიმართულება.