2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 196 საპროექტო განაცხადი. ფონდის კანცელარიაში, ვადების დაცვით (15/07/2022, 18:00 სთ.) „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შემოიტანა 194 - მა განმცხადებელმა.
კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 180 პროექტი.
იხილეთ 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N 154