2022 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 49 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების პირველ ეტაპზე გადავიდა 40 პროექტი.
იხილეთ 2022 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2022 წლის 5 ოქტომბრის N187 ბრძანება.