შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

გამოვლინდა „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსში“ დაფინანსებული პროექტები

2023 წლის „სსიპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის კონკურსის“ კომისიამ დაასრულა მუშაობა. საკონკურსო კომისიამ განიხილა კონკურსის ფარგლებში შემოსული 53 პროექტი, რომელთათვისაც ფონდიდან მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 4,180,682 ლარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის 2022 წლის 29 დეკემბრის №1675911 ბრძანებით დამტკიცებული მე-3 ქვეპროგრამის  მე-9 მუხლის თანახმად საკონკურსო ბიუჯეტია 1,500,000 ლარი.

საკონკურსო ბიუჯეტის გათვალისწინებით კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია 40 პროექტი. აქედან 16 პროექტისათვის მოხდა ბიუჯეტის კორექტირება კომისიის რეკომენდაციისა და პროექტის ავტორის თანხმობის საფუძველზე.

იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2023 წლის 23 ივნისის N 101 ბრძანება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შესახებ.

დასაფინანსებლად შერჩეული პროექტები 

RIM23 პროექტების შეფასება

აპლიკანტებს საკუთარი პროექტების შესახებ შეფასებების ნახვას შეძლებენ 7 სამუშაო დღეში, გრანტების მართვის ერთიან სისტემაში - GMUS-ში.