შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო - კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს“

კონკურსის სახელწოდება

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა   MR

 

კონკურსის მიზანი

მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. 

 

საპროექტო განაცხადი ტიპი     

ინდივიდუალური

 

კონკურსის ძირითადი პირობები 

  • საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები;
  • კონკურსის ფარგლებში გრანტი შეიძლება მოიპოვოს საქართველოს  მოქალაქე,  საქართველოს  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტმა;
  • გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის სტუდენტი;
  • პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 4 და მაქსიმუმ – 10 თვე;
  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 ლარს;
  • მაგისტრანტის სტიპენდია არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს;
  • დაუშვებელია საგრანტო კონკურსში ერთი და იმავე პირის მიერ ერთზე მეტი განაცხადის წარდგენა.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • ელექტრონული რეგისტრაცია - 2023 წლის 22  აგვისტოდან 2 ოქტომბრის 16:00 საათამდე;
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები - 7, 18, 28 სექტემბერი 16:00 საათი (კონსულტაციებზე დასაწრებად გადადით ბმულზე 
    Join Zoom Meeting
    Meeting ID: 742 958 0589
    Passcode: n8TMf0
  • ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2023 წლის 25 სექტემბერი;
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში - 2023 წლის 9 ოქტომბერი 16:00 საათი;
  • რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2023 წლისოქტომბერი;
  • შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2023 წლის ოქტომბერი;
  • კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება - 2023 ნოემბერი;
  • დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის ნოემბერი-დეკემბერი;

 

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • მაგისტრანტის, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები - CV დანართი 4, ივსება GMUS-ში
  • ცნობა მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესახებ - დანართი 5
  • კონსულტანტის თანხმობის წერილი (დანართი № 6.1, დანართი № 6.2) (GEO/ENG)
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 7, ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება- დანართი 8, ივსება GMUS-ში
  • სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 9
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 11
  • კონკურსის საკონსულტაციო პრეზენტაცია
  • ხშირად დასმული კითხვები 

 

კონკურსის საკონსულტაციო პრეზენტაცია

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის(ბმული)
  • ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია(ბმული)

  

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა 25 სექტემბრის 18:00 საათამდე  კონკურსისელ. ფოსტაზე mr@rustaveli.org.ge
  • ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორი:

 

ნინო აბუსელიძე - პროგრამული საკითხები -  +(995 32) 2 200 220 (4016)

მირანდა თედეშვილი - პროგრამული საკითხები -  +(995 32) 2 200 220 (4017)

იურიდიული და  ფინანსური  საკითხების  შესახებ  ინფორმაციის  მისაღებად  მოგვწერეთ კონკურსის ელ-ფოსტაზე: mr@rustaveli.org.ge

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!